შაბათი, 2018-11-17, 10:10 PM
Welcome Guest

SISTEM

Site menu
News topics
Our poll
მოგეწონათ საიტი
სულ პასუხი: 230
Tag Board
Main » 2008 » აპრილი » 20 » ბზობა
ბზობა
2:02 AM
ბზობა

ჯვარცმამდე ერთი კვირით ადრე უფალი თავის მოწაფეებთან ერთად იერუსალიმისაკენ გაემართა. ქალაქს რომ მიუახლოვდნენ, ზეთისხილის მთასთან შეჩერდა და თავის ორ მოწაფეს უთხრა: როგორც კი შეხვალთ იმ დაბაში, რომელიც თქვენს თვალწინაა გადაშლილი, მაშინვე შენიშნავთ ერთი ღობის კარზე მიბმულ ვირსა და მის ჩოჩორს. ახსენით და ორივე აქ მომგვარეთ. თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით, რომ უფალს სჭირდება ისინი და მაშინვე გამოგატანთ....

მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც იესომ უბრძანა: მოჰგვარეს ვირი და მისი ჩოჩორი. იესო შეჯდა ჩოჩორზე, რომელზედაც მოწაფეებმა სამოსელი დაუფინეს და იერუსალიმისაკენ გზა განაგრძო.

ხალხის უმრავლესობა სიხარულით ხვდებოდა მას. ზოგი სამოსელს უგებდა ფეხქვეშ, ზოგი ფინიკისა და პალმის ტროებს ჭრიდა და იმას უფენდა.

ისინი, ვინც წინ მიუღძოდნენ იესო ქრისტეს და ისინიც, ვინც უკან მიჰყვებოდნენ, ხმამაღლა ადიდებდნენ მას და ამბობდნენ: „დიდება მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!“

მთელი ქალაქი შეძრა იესოს გამოჩენამ. იგი შევიდა იერუსალიმის ტაძარში და მრავალი სასაწაული მოახდინა. დიდებთან ერთად იესო ქრისტეს შესახვედრად უამრავი პატარა ბავშვი იყო მოსული. ისინი დიდებს ბაძავდნენ და მათთან ერთად ადიდებდნენ უფალს.

იესოს მტრებს შეშურდათ მისი; განრისხდნენ და მკაცრად მიმართეს მას: არ გესმის, რას ამბობენ? შენ, როგორც ღმერთს, ისე გადიდებენ. რატომ არ გააჩუმებ მათ?

იესომ მიუგო: არ გაგიგიათ, რომ ჩვილი ბავშვები ქებით დაამტკიცებენ უფლის მოსვლას? ეგენი თუ გაჩუმდებიან, ქვები იღაღადებენ ღვთის ქება-დიდებას.

როცა მოსაღამოვდა, უფალმა დატოვა იერუსალიმი და ბეთანიაში წავიდა.

ამ დიდებული დღის მოსაგონებლად ქრისტიანები საზეიმო წირვა-ლოცვას ასრულებენ და ასე დღესასწაულობენ იესო ქრისტეს დიდებით შესვლას იერუსალიმში. მაგრამ ვინაიდან, ცხელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან ფინიკისა და პალმის რტოები ძნელად მოიპოვება, ქართველები მის ნაცვლად სიმბოლურად უფალს ბზის ტოტებს უფენენ და ასე გამოხატავენ მისდამი თაყვანისცემას.
Category: OTHER | Views: 796 | Added by: sistem | Rating: 4.0/1 |
Total comments: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Login form
News calendar
«  აპრილი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
Search
Site friends
Statistics