ხუთშაბათი, 2024-04-25, 6:43 PM
Welcome Guest

SISTEM

Site menu
News topics
Our poll
მოგეწონათ საიტი
სულ პასუხი: 230
Tag Board
Main » 2008 » მაისი » 9 » გალაკტიონ ტაბიძე
გალაკტიონ ტაბიძე
1:04 AM
გალაკტიონ ტაბიძე

გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წელს, ქუთაისის მახლობლად მდებარე სოფელ ჭყვიშში. მას მამა ადრე გარდაეცვალა და მთელი ბავშვობა დედასთან გაატარა, რომელმაც მას წერა-კითხვა, ლოცვა, სიმღერა შეასწავლა.

გალაკტიონ ტაბიძემ სწავლა ქუთაისში დაიწყო, მოგვიანებით კი, 1908 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. 1914-1919 წლებში გალაკტიონმა თავისი პოეტური ნიჭი, პოეზიის გენიალური ნიმუშები, ფართო საზოგადოებას გააცნო-მისი პირველი კრებულები დაიბეჭდა. პოეტის ლექსებმა ხალხი აღაფრთოვანა და გააოცა. გალაკტიონის შემოქმედებაში მუსიკის არსმენილი ჰანგები ჟღერდა. ამის შემდეგ, რასაკვირველია, პოეტი აღიარეს და ‘’პოეზიის მეფის’’ ტიტულიც კი უბოძეს. მოგვიანებით გალაკტიონი მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი გახდა.

იგი 1959 წლის 17 მარტს გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდაზე, საქართველოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


გალაკტიონ ტაბიძეს მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ქება-დიდება, სახელი არ მოჰკლებია, თუმცა თავს მაინც მარტოსულად გრძნობდა. მუსიკისადმი მისი განსაკუთრებული ლტოლვა, სიყვარული, მუსიკის მგრძნობიარე, ამაღელვებელი, თავისებური აღქმა, ფაქიზი დამოკიდებულება, პოეტის ლექსებშიც მკვეთრად ჩანს.
‘’მუსიკაა მთავარი, ძამიკო, მუსიკა!’’
ეს ფრაზა ხშირად ისმოდა გალაკტიონ ტაბიძის ბაგეთაგან. იგი ‘’ძამიკოს’’ ყველა თანამოასაკესა და უმცროსს უწოდებდა, რაც პოეტის დიდ მეგობრულ ხასიათზე მიგვითითებს. გალაკტიონის, სიტყვის არნახული მუსიკოსის, საუბრის თემას, სწორედაც რომ, მუსიკა წარმოადგენდა.

ტაბიძე მიეკუთვნება იმ გენიალურ ლირიკოსთა ჯგუფს, რომელთა შემოქმედებაც უკვდავია და, სწორედაც რომ, ამიტომაა არაამქვეყნიური.
მაინც ვინ იყო გალაკტიონი, ან საერთოდ, ვინ არიან გენიოსები? იდუმალებით მოცულია ეს კითხვა, როგორც უამრავი საიდუმლო, რომლითაც ხილულ თუ უხილავ სამყაროს ვუკავშირდებით...
ისინიც ჩვენსავით ხორციელნი არიან, თუმცა არავის შეუძლია ამოიცნოს ადამიანი-პოეტის ნამდვილი ვინაობა. საერთოდ, ცოცხალი ხელოვანის შეფასებისას ყოველთვის აჭარბებენ, ცოცხალი გენიოსის შეფასებისას კი-პირიქით; ამიტომ სიცოცხლეში გენიოსები აშკარად არც გამოირჩევიან, მაგრამ ეს გალაკტიონს არ ეხება. იგი გენიალურია, დიდად აღმატებული. მის ჩრდილში ყოველივე გაუფერულდა და გადაფასდა. ტაბიძის პოეზია მოცულია ბუნდოვანებით, ათასი გაუგებრობით და, სწორედაც რომ, ამიტომაა სრულყოფილი. გალაკტიონი საზოგადოების თვალში მუდამ დარჩება, როგორც ჩაფიქრებული, ჩაკეტილი, უცნაური, მიუწვდომელი და შეუცნობელი პოეტი, რომელიც ხალხს ატყვევებდა უსასრულობაში გაქცეული მზერით.

იგი ყოველთვის მთვარის შუქზე თხზავდა ლექსებს. გალაკტიონი აღმერთებდა სიბნელეს, უკუნეთ წყვდიადს, სადაც ღამის მნათობი ერთადერთი სიხარული იყო მისთვის. უმთვარო ღამეებში კი ტაბიძის პოეზია ასრულებდა ხოლმე ‘’მთვარის მოვალეობას’’. პოეტმა მას არაერთი ლექსი მიუძღვნა:

‘’ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი,
მდუმარებით შემოსილი, შეღამების ქნარი,
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს!
ასე ჩუმი, ასე ნაზი, ჯერ ცა მე არ მახსოვს’’.


გალაკტიონ ტაბიძე არ მიეკუთვნებოდა პოეტთა იმ რიცხვს, რომლებიც საათობით ფიქრობენ ლექსის დაწერაზე. მუზა მისი განუყრელი თანამგზავრი იყო. ჩემი აზრით, ეს პოეტის უმნიშვნელოვანესი, ყველაზე ღირსშესანიშნავი უპირატესობაა, რაც რჩეულთა ხვედრია!..
გალაკტიონი თავისებურად ითვისებდა სამყაროს, მას სულ სხვანაირი შეხედულება ჰქონდა ცხოვრებაზე, უზომოდ იყო შეყვარებული თბილისზე. ხშირად დადიოდა მის ბნელ ქუჩებში ყველასათვის კარგად ნაცნობი უცნობი ჩაფიქრებული და ლექსებს თხზავდა... ამ დროს პოეტი ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა და არავინ იცოდა საით დაქროდა მისი გონება, რადგანაც მოწყვეტილი იყო ამქვეყნიურ პრობლემებს, შინაგანად დაფრინავდა. ვინ იცის, იქნებ, სწორედაც რომ, ფრენის ასეთი დაუოკებელი წყურვილი გახდა მისი ტრაგიკული აღსასრულის მიზეზი?!

გალაკტიონ ტაბიძის დაკრძალვა მუსიკასთან გამოთხოვება იყო; უბრალო მოკვდავთ გაგვიადვილა ამქვეყნად ყოფნა, მაგრამ თვითონ ვერავინ შეიყენა ბუმბერაზ მხრებში, უსასრულობას შეჭიდებული სულის სიმძიმე რომ შეემსუბუქებინა. მარტოსული, უცნაური, მიუწვდომელი-ასეთი შემორჩა იგი თანამედროვეთა მეხსიერებას. ‘’პოეზიის მოცარტი’’ მშვიდად განისვენებს მამა დავითის წმინდა მთაზე. მან თავის სიცოცხლეში ბევრი საიდუმლო ამოგვიხსნა. კითხვის ნიშნებიც ბლომად დაგვიტოვა. მისი მკითხველები ჯერ არ დაბადებულან!

‘’მთაწმინდის მთვარე’’ კი კვლავაც ‘’ქროლვით იწვევს’’ საქართველოს ღირსეულ მამულიშვილთა ‘’ცისფერ ლანდებს’’, რომელთა შორის მარადიულია სული პოეზიის მეფის - გალაკტიონ ტაბიძისა....
Category: OTHER | Views: 1845 | Added by: sistem | Rating: 4.4/7 |
Total comments: 2
2 თამუნია–ამუნია  
0
ძალიან მაგარი დაიტია მაგრამ უკეთესი იქნებიდა მეტი ბიოგრაფიული მასალები ყოფილიყო აქ მატივე ნამუშევრების ჩათვლით!ისე კარგი საიტია

1 marikuna  
0
kargia da vsioooo...

სახელი *:
Email *:
კოდი *:
Login form
News calendar
«  მაისი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
Search
Site friends
Statistics