პარასკევი, 2024-04-19, 6:47 PM
Welcome Guest

SISTEM

Site menu
News topics
Our poll
მოგეწონათ საიტი
სულ პასუხი: 230
Tag Board
Main » 2008 » მაისი » 23 » თომა ჩაგელიშვილის 18 დოკ. ფილმი
თომა ჩაგელიშვილის 18 დოკ. ფილმი
2:25 AM
 
თომა ჩაგელიშვილის 18 დოკ. ფილმი

ეს არის თომა ჩაგელიშვილის 18 დოკ. ფილმი. ყველა ფილმი არის კარგი ხარისხის.


1. საბჭოური მეტამორფოზები 05/04/04
2. წარმატებები და პარანოია 11/04/04
3. შეხვედრა წარსულთან 20/04/04
4. ეპოქის ფინალი 27/04/04
5. ვარდების რევოლუცია 02/01/04
6. 2001 წლის 26 ივლისი 26/07/03
7. ედუარდ შევარდნაძე 17/01/03
8. ჩაკეტილი წრე (თბილისის ომი) 29/11/02
9. აფხაზური ხაფანგი 27/0/9/02
10. 1921 წლის შემდეგ 15/08/02
11. მეორე მსოფლიო ომი და ქართველები 15/07/02
12. პირველი რესპუბლიკა 03/05/02
13. 9 აპრილიდან 9 აპრილამდე 09/04/02
14. ილია ჭავჭავაძის მკვლელობა 21/03/02
15. ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის უკანასკნელი დღეები 14/10/01
16. სამოცდაათიანელები 24/07/01
17. 9 აპრილი 09/04/01
18. სიკვდილით დასჯა 12/01/01

გადმოსაწერად და ფილმების შინაარსის სანახავად წაიკითხეთ სრულად...
ეს არის თომა ჩაგელიშვილის 18 დოკ. ფილმი. ყველა ფილმი არის კარგი ხარისხის.


1. საბჭოური მეტამორფოზები 05/04/04
ფილმში ნაჩვენებია როგორ იწერებოდა რკინის ფარდის მიღმა ხალხების ახალი ისტორია, როგორ იცვლებოდა ისტორიაზე მეტად გეოგრაფია. როგორ დაინერგა სტალინურ ეპოქაში ერების გასახლების და მათი ტერიტორიების სხვებისთვის გადაცემის პრაქტიკა. კანდიდ ჩარკვიანი ყვება, რას ფიქრობდა სტალინი საქართველოს ისტორიული ტერიტორიების შემოერთებაზე და ბოლშევიკების მიერ საქართველოსთვის წართმეული ტერიტორიების დაბრუნებაზე.

2. წარმატებები და პარანოია 11/04/04
ამ ნაწილში ნაჩვენებია, როგორ მოიპოვა სტალინმა აბსოლუტური ძალაუფლებით აღჭურვილი დიქტატორის მდგომარეობა. როგორ განვლო საბჭოთა სახელმიფომ სტალინის ხელმძღვანელობით გზა გუთნიდან ატომურ იარაღამდე. კიბერნეტიკის და გენეტიკის ცრუ მეცნიერებად გამოცხადების ფონზე ჩარკვიანი იხსენებს სტალინის მიერ ქართული ლიტერატურის კლასიკოსით, ვაჟა-ფშაველათი დაინტერესებას და მისეულ შეფასებებს. საუბრობს ომის შემდეგ საბჭოთა მონსტრის შექმნის ისტორიაზე, რომელსაც კვლავ ეჭვიანობა, დასმენა, შპიონომანია ედო საფუძვლად.

3. შეხვედრა წარსულთან 20/04/04
კანდიდ ჩარკვიანი ფილმში საუბრობს 'კრემლის ქართველების' თვისებებზე. ჩარკვიანი იხსენებს კუნცევოს აგარაკზე განმარტოებულ სტალინთან შეხვედრებს სუფრასთან, რომელსაც მუდმივად ავრენტი ბერია თამადობდა. საუბრობს სტალინურ მენიუსა და პოლიტბიუროს ალკოჰოლურ მიდრეკილებებზე. ჩარკვიანი იგონებს სტალინის ხოვრების ბოლო პერიოდს, როცა წლების მატებამ ბელადის სულსაც დაატყო კვალი. ასკეტი ბოლშევიკი, რომელიც დედის დაკრძალვასაც არ დასწრებია, მოულოდნელად მშობლიური გორის ნახვის სურვილს გამოთქვავს, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო შუა გზიდან უკან ბრუნდება. ჩარკვიანი იხსენებს ლიკანსა და წყალტუბოში დასასვენებლად ჩამოსული ბელადის გატარებულ დღეებს, რომელიც ჩარკვიანისთვის მოგვიანებითა საბედისწერო გამოდგა.

4. ეპოქის ფინალი 27/04/04
ფილმის ბოლო ნაწილი მთლიანად ეთმობა კრემლში სტალინის მიერ მიღებულ ერთ-ერთ ბოლო დადგენილებას, რომელიც საქართველოში გამეფებულ მექრთამეობას და ცკ-ში მოქმედ კუთხური პრინციპით შექმნილ ანტიპარტიულ ჯგუფს ეხება. სწორედ სტალინის ამ დადგენილებით დაიწყო მეგრელთა საქმე, რომელმაც ფაქტობრივად შეიწირა ჩარკვიანის პოლიტიკური კარიერა. იგი თანამდებობიდან გათავისუფლეს და საქართველოდან შუა აზიაში გადაიყვანეს, რაც მაშინ გადასახლების ტოლფასი იყო. როგორც თავად ჩარკვიანი ყვება, ამ საქმის მიზნები სცილდებოდა ქართულ პარტიულ პოლიტიკას და მისი საბოლოო მიზანი კრემლისკენ იყო მიმართული, სადაც სტალინი მორიგი წმენდის ჩატარებას აპირებდა. ამ დროისთვის სტალინი თავის მთავარ მოწინააღმდეგედ უკვე მეორე ქართველს, ლავრენტი ბერიას მიიჩნევდა. გეგმა არ განხორციელდა. ბელადი გარდაიცვალა, 3 თვის შემდეგ ლავრენტი ბერია მაინც დაიჭირეს და დახვრიტეს.

5. ვარდების რევოლუცია 02/01/04
2003 წლის 24 ნოემბერს ოპოზიციამ მშვიდობიანი დემონსტრაციებისა და გამოსვლების მეშვეობით თანამდებობიდან გადააყენა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. - ეს მოვლენა ვარდების რევოლუციის სახელით უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში. საპროტესტო გამოსვლების ქრონიკის ფონზე რევოლუციის ავტორები იხსენებენ და აფასებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. გამოყენებულია იშვიათი და უნიკალური ვიდეომასალა.

6. 2001 წლის 26 ივლისი 26/07/03
2001 წელს გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს საქართველოში ყველაზე პოპულარული არხის, რუსთავი2-ის ჟურნალისტი გიორგი სანაია. რატომ მოკლეს გიორგი სანაია და რა კავშირი აქვს მკვლელობას პოლიტიკასთან? სასამართლომ პირველ ეტაპზე გამორიცხა სანაიას პოლიტიკური მკვლელობის ვერსია, თუმცა საზოგადოების მრავალ კითახვას პასუხი ვერ გაეცა. ხალხის დიდი ნაწილი ძველ, საბჭოთა სისტემის ნაწილს, კორუმპირებულ სასამართლოს არ ენდობა. ფილმი სანაის მკველობის შესახებ გაჩენილ პასუხგაუცემელ კითხვებს ეხება.

7. ედუარდ შევარდნაძე 17/01/03
ვინ არის ედუარდ შევარდნაძე, როგორ მოხვდა ის პოლიტიკის ოლიმპოზე? - ეს კითხვა ბევრს ებადება. შევარდნაძის ბავშვობა, ახალგაზრდობა, შინაგან საქმეთა მინისტრობიდან საბჭოთა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნობამდე, შემდეგ კი გზა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრობამდე. საბჭოთა სახელმწიფოს პრობლემები, ცივი ომი, შიდაპარტიული ინტრიგები და ბრძოლა ხელისუფლების შენარჩუნებისათვის - ამ პროცესებში შევარდნაძეცაა ჩართული. ფილმი ორ ნაწილად.

8. ჩაკეტილი წრე (თბილისის ომი) 29/11/02
1992 წლის 6 იანვარს 15 დღიანი ომის შემდეგ საქართველოში ამბოხებულებმა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაამხეს. რამ გამოიწვია საქართველოში გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა? ფილმი ომის წინაპირობებსა და ომის მიმდინარეობაზე მოგვითხრობს.

9. აფხაზური ხაფანგი 27/0/9/02
მოკლულია 3 ათასზე მეტი აფხაზი, 6 ათასზე მეტი ქართველი, 270 ათასზე მეტი ქართველი დევნილია - ასეთია სტატისტიკა, რომელიც 1992-93 წლებში ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს მოჰყვა. ფილმი ამ ომის შესახებ მოგვითხრობს. პოლიტიკოსთა ქმედების უკან ჩვეულებრივი ადამიანები დგანან, ვინც ყველაზე მეტად იწვნია ომის უბედურება.

10. 1921 წლის შემდეგ 15/08/02
1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობის შემდეგ, პატრიოტები ანტიბოლშევიკურ აჯანყებას ამზადებენ. ფილმი სწორედ ამ აჯანყებაზე მოგვითხრობს, რომელიც 1924 წელს მოხდა. ფილმის მიმდინარეობისას მაყურებელი მაშინდელი თავდადების, სისასტიკის, ღალატისა და თავგანწირვის მონაწილე ხდება.

11. მეორე მსოფლიო ომი და ქართველები 15/07/02
მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველო, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაწილს წარმოადგენდა, ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა. ომის დროს 700 ათასი ჯარისკაციდან, საქართველომ 300 ათასზე მეტი დაკარგა. საქართველოს ყოფილი მთავრობის ნაწილმა, რომელიც 1921 წლიდან ემიგრაციაში საფრანგეთში იმყოფებოდა, მხარი დაუჭირა გერმანელებს. ისინი ფაშისტურ იდეოლოგიას არ იზიარებდნენ, მათ იმედი ჰქონდათ, რომ საბჭოთა კავშირის დამარცხების შემდეგ გერმანია საქართველოს დამოუკიდებლობას მიანიჭებდა. ფილმი იმ ქართველთა შესახებ მოგვითხრობს, ვინც გერმანელთა მხარეს იბრძოდა. გერმანიის დაზვერვის გენერალი შალვა მაღლაკელიძეც საქართველოდან წასული ემიგრანტი იყო. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა უშიშროების სამსახურებმა იგი ბერლინიდან მოიტაცეს და საქართველოში ჩამოიყვანეს. ის აღარ დაუპატიმრებიათ, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე აღარ მისცეს უფლება დაბრუნებულიყო ევროპაში, სადაც მას ოჯახი ჰყავდა.

12. პირველი რესპუბლიკა 03/05/02
1917 წელს რუსეთში მომხდარი ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ, საქართველომ, რომელიც რუსეთის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ფილმი შეეხება საქართველოს 3 წლიანი სახელმწიფოებრიობის ისტორიას, ბრძოლას დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. 1921 წელს ლენინისა და სტალინის ინიციატივით საბჭოთა რუსეთის სამხედრო ნაწილების საქართველოში შემოჭრას და ქვეყნის ოკუპაციას, რასაც დამოუკიდებლობის დაკარგვა მოჰყვა. პროექტში გამოყენებულია ის იშვიათი კინოკადრები, რომელსაც საბჭოთა ეპოქის არქივებში საიდუმლო გრიფი ედო და მაყურებლისათვის მიუწვდომელი იყო.

13. 9 აპრილიდან 9 აპრილამდე 09/04/02
ფილმი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდს შეეხება. სიუჟეტში აღწერილია 1989 წლის 9 აპრილის შემდგომი პერიოდი, საქართველოში კომუნისტური ხელისუფლების დამხობა, არჩევნებში ზვიად გამსახურდიას გამარჯვება და 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადება.

14. ილია ჭავჭავაძის მკვლელობა 21/03/02
თავადი ილია ჭავჭავაძე მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში და მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი იყო. ის 1907 წელს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ტერორისტებმა მოკლეს. ფილმი ჭავჭავაძის მკვლელობის ისტორიას შეეხება. პროექტში ნაჩვენებია, თუ როგორ ცდილობდა საბჭოთა პერიოდში სტალინის ხელისუფლება მკვლელობა რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურებისათვის გადაებრალებინა.

15. ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის უკანასკნელი დღეები 14/10/01
1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტი სამეგრელოს მაღალმთიან სოფელში იღუპება. მოკლეს თუ მართლაც თავი მოიკლა ზვიად გამსახურდიამ? დოკუმენტური ფილმი გამსახურდიას სიცოცხლის უკანასკნელ დღეებსა და მისი სიკვდილის შესახებ მოგვითხრობს.

16. სამოცდაათიანელები 24/07/01
რა მეთოდებით ებრძოდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი საბჭოთა პერიოდში თავისუფალ სიტყვას? ფილმი სამოცდაათიან წლებში საბჭოთა საქართველოში დისიდენტურ და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას შეეხება. ფილმში მოთხრობილია, როგორ ებრძოდნენ და აპატიმრებდნენ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოში სიტყვის თავისუფლებისათვის იბრძოდნენ. ყოფილი დისიდენტები უშიშროების სამსახურების ციხეებში გატარებულ წლებს იხსენებენ. გამოყენებულია იშვიათი ვიდეომასალა, მათ შორის, უშიშროების კომიტეტის მიერ გადაღებული ფარული კადრები.

17. 9 აპრილი 09/04/01
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის ნაწილებმა საქართველოს დედაქალაქ თბილისში მშვიდობიანი მიტინგი დაარბიეს, რასაც 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მომიტინგეები ადგილობრივი ხელისუფლებისაგან საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას და დამოუკიდებლობის გამოცხადებას ითხოვდნენ. ფილმი 9 აპრილის ტრაგედიას შეეხება, გამოყენებულია იშვითი ვიდეომასალა, მათ შორის, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ გადაღებული 9 აპრილის ღამის ფარული კადრები.

18. სიკვდილით დასჯა 12/01/01
საბჭოთა კავშირში სიკვდილით დასჯა მკაცრად გასაიდუმლოებულ ვითარებაში ხორციელდებოდა. დოკუმენტური ფილმი სწორედ სიკვდილით დასჯის ამ საიდუმლო პროცედურას შეეხება. ფილმის მეშვეობით პირველად აეხადა ფარდა ამ საიდუმლოს. მაყურებელმა იხილა ის ადამიანები, რომლებიც სიკვდილით დასჯაში მონაწილეობას იღებდნენ, ნახა ის საიდუმლო კამერა, სადაც განაჩენი სისრულეში მოჰყავდათ. ყოფილი სიკვდილმისჯილები საკანში გატარებულ დღეებს იხსენებენ
ფაილი ატვირთულია Files.ge-ზე
ფაილის ზომა 1023.MB


Category: ფილმები | Views: 5391 | Added by: sistem | Rating: 4.8/44 |
Total comments: 181 2 »
18 ana machavariani  
0
iqneba gaasworot linkii da gadmogvawerinoot ..

17 giorgi  
0
kargia

16 ლუხუტა  
0
magaria

15 kaxa  
0
აუ გადმოწერა მინდა ამ ფილმების და ვერ ვიწერ

14 გოგა  
0
gadmomatserinet to

13 გოგა  
0
kargia da gadmomatserinet nu gaaxuret to

12 elene  
0
auuu rogor gadmovweroo

11 nancho  
0
rogor gadmovcero es filmebi?

10 natiaedi  
0
gadmoceris sashvaleba rogor aris? dzalian mchirdeba es filmebi, dzalian gtxovt amixsenit ra.madloba

9 ketika  
0
როგორ გადმოვწერო ეს ფილმები???
ვერაფრით მივაგენი sad

1-10 11-18
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Login form
News calendar
«  მაისი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
Search
Site friends
Statistics