შაბათი, 2024-04-27, 6:22 PM
Welcome Guest

SISTEM

Site menu
News topics
Our poll
მოგეწონათ საიტი
სულ პასუხი: 230
Tag Board
Main » 2008 » აპრილი » 13 » იან გილანი/Ian Gillan Bio
იან გილანი/Ian Gillan Bio
0:19 AM
 
იან გილანი/Ian Gillan Bio

იან გილანი
იან გილანი (*19 აგვისტო, 1945 წელი, ლონდონი) ინგლისელი როკ მომღერალი. ცნობილი, როგორც ლეგენდარულ ჰარდ როკ ჯგუფ დიფ ფარფლის ვოკალისტი. ის ასევე ერთი წელი მღეროდა ჯგუფ ბლექ საბათში. იან გილანმა შეასურულა იესო ქრისტეს პარტია ენდრიუ ლოიდ ვებერის იესო ქრისტე სუპერვარსკვლავის (ჟესუს ჩჰრისტ შუპერსტარ) თავდაპირველ ჩანაწერში. გილანი აღიარებულია როგორც როკ მუსიკის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალად. თავისი კარიერის საუკეთესო წლებში ის ფლობდა საკმაოდ ძლიერ და ფართო დიაპაზონის მქონე ხმას (E2 - C6), ზედმეტი ძალდატანების გარეშე ინაცვლებდა დაბალი ტონალობიდან მაღლა.

კარიერა
გილანი "დიფ ფარფლის" წევრი იყო 1969 წლიდან 1973 წლამდე, როდესაც ჯგუფმა ჩაწერა უკვე კლასიკად ქცეული ალბომები - Fireball და Machine Head. ამავე დროს მან მონაწილეობა მიიღო იესო ქრისტე სუპერვარსკვლავის ჩაწერაში. გილანს კინოშიც შესთავაზეს მთავარი როლი, მაგრამ მან მოითხოვა გადაეხადათ არა მარტო მისთვის, არამედ მთლიანად ჯგუფისთვისაც, რადგან კინოს გადაღება დროში ტურნეს ემთხვეოდა. ფილმის პროდიუსერები არ დასთანხმდნენ ამ პირობებს და გილანი ჯგუფთან ერთად დარჩა.

მიუხედავად დიფ ფარფლის დიდი წარმატებისა, ჯგუფის ორ, ალბათ საუკეთესო, წევრს - გილანსა და ბლექმორს უთანხმოება ჰქონდათ ერთმანეთში. რის გამოც გილანმა გჯუფი ორჯერ დატოვა, 1973 და 1989 წლებში. მაგრამ მეორე შემთხვევის შემდეგ დიფ ფარფლის წევრების თხოვნით გილანი ისევ დაბრუნდა (1992 წელს). გილანმა 2006 წელს ინტერვიუში განაცხადა: "ბლექმორი უცნაურ ადამიანად იქცა და იმ დღეს, როცა მან ტურნეს დროს ჯგუფი დატოვა, თითქოს ღრუბლები გაიფანტა და მზემ გამოანათა (ლაპარაკია 1993 წელს ალბომ The Battle Rages On-ის მხარდამჭერ გასტროლებზე) და მას შემდეგ ჩვენ უკან აღარ მოგვიხედავს." გილანმა ასევე დასძინა, რომ რიჩი ბლექმორს და მას შორის არის ისეთი პირადული საკითხები, რის გამოც ისინი ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან. გილანი დღემდე დიფ ფარფლის წევრია.

დისკოგრაფია

=======================


დიფ ფარფლი
სტუდიური ალბომები
Deep Purple in Rock 1970
Fireball 1971
Machine Head 1972
Who Do We Think We Are 1973
Perfect Strangers 1984
The House of Blue Light 1987
The Battle Rages On 1993
Purpendicular 1996
Abandon 1998
Bananas 2003
Rapture of the Deep 2005
=================
საკონცერტო ალბომები
Concerto for Group and Orchestra 1969
Made in Japan 1972
Deep Purple In Concert 1970/1972 (გამოვიდა 1980)
Scandinavian Nights 1970 (გამოვიდა 1988)
Nobody's Perfect 1988 (გამოვიდა 1988)
In the Absence of Pink - Knebworth '85 1991 (გამოვიდა 1991)
Come Hell or High Water 1994
Live at the Olympia '96 1997 (გამოვიდა 1997)
Total Abandon: Live in Australia 1999
In Concert with the London Symphony Orchestra 2000
Live At The Rotterdam Ahoy 2001
The Soundboard Series 2006
alt

იან გილანი თბილისში
Category: OTHER | Views: 1201 | Added by: sistem | Rating: 5.0/1 |
Total comments: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Login form
News calendar
«  აპრილი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
Search
Site friends
Statistics