შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებული იქნა, 1990 წელს დაბადებული გიორგი ანდრიაშვილი, რომელმაც 2008 წლის 20 აპრილს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1992 წელს დაბადებულ ირაკლი ჭრელაშვილს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაკავებულმა დანაშაული აღიარა. მიმდინარეობს გამოძიება.